
მოქალაქეთა ნაწილმა თბილისში გრიგორი ლეპსის ჩამოსვლა ორიგინალურად გააპროტესტა: მათ სპორტის სასახლის შესასვლელთან ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს.
"ყირიმი - უკრაინაა!"; "პუტინი - *უილო!", "არა კოლაბორაციონიზმს!", - ამ და სხვა შინაარსის პლაკატების ფონზე კონცერტზე დამსწრეებს სირცხვილის დერეფანში გავლა უწევდათ. აქციის ერთერთი ორგანიზატორი მეგი გოცირიძე "ფეისბუქში" წერს, რომ კონცერტზე ხალხი ორგანიზებულად მიიყვანეს, ხოლო ბილეთების შესყიდვა კომპანიებს დაევალა:
დღეს ვიხილე, ხიხოს ყრილობა სპორტის სასახლეში და ავტობუსებით მოყვანილი აქტივისტები!
სამარცხვინოა , ეს ყველაფერი. "ავერსს", "პე ეს პეს", "ვისოლს" და სხვა მსხვილ გადამხდელებს შეაწერა ბილეთების ყიდვა ხიხომ!
უკბილო მოხუცები , სახელმწიფო მოხელეები და უფულო ჩარეცხილბი 40–300 ლარიანი ბილეთებით ხელში...", - წერს მეგი გოცირიძე.