
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია, როგორ გადააგდეს ხიდიდან ახალგაზრდა აგიტატორი, რომელიც რუსეთის სამთავრობო ბლოკ "ედინაია როსიას" მოსასხამში იყო გახვეული და ხელშიაც კოალიციის დროშა ეჭირა. ამასთან, არაა მითითებული, რომელ ქალაქში მოხდა ეს შემთხვევა. ბევრმა ინტერნეტმომხმარებელმა დაწერა, რომ მომხდარი ან სპექტაკლი, ან პროვოკაცია, ან სულაც, ფოტოშოპია.