
დაახლოებით ღამის 03 საათზე გროზნოს ცენტრში ავტომანქანა აფეთქდა. ოფიცილაური ინფორმაციით, სამართალდამცველებს მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს, რასაც საპასუხო ცეცხლი და ავტომანქანის აფეთება მოჰყვა.
ქალაქში დაწყებული სროლა დილამდე გრძელდებოდა. ამასთან, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ შეიარაღებულმა ბოევიკებმა გროზნოს ცენტრში მდებარე შენობაში შეაღწიეს და სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც დილით დასრულდება.
მისივე თქმით, "გამორიცხული არ არის, ბოევიკები ჩეჩნეთის დედაქალაქში სხვა რაიონიდან ჩასულიყვნენ". არაოფიციალური ინფორმაციით, მოჯაჰედები ტაქსით ჩავიდნენ გროზნოში, ხოლო როცა სამაღთალდამცველებმა მათი გაჩერება გადაწყვიტეს, ცეცხლი გახსნეს, ავტომანქანის აფეთქების შემდეგ კი შენობაში შეიჭრნენ და გამაგრდნენ. ფოტოებზე ჩანს, რომ შენობა, სადაც ბოევიკები შეიჭრნენ, ცეცხლის ალშია გახვეული.
გროზნოში ბოლო ტერაქტი 5 ოქტომბერს მოხდა, როცა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა იმ ადგილას, სადაც პოლიციელები იყვნენ კონცენტრირებული. 5 ოქტომბერს გროზნოს დღე აღინიშნებოდა. ტერაქტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, 10 პოლიციელი კი დაიჭრა.