
ოკუპირებული სოხუმის ქუჩები ღამღამობით ნაგვით ივსება. იმის გამო, რომ ქალაქში არაა განთავსებული ბუნკერები, მოსახლეობა ნაგავს ხეების ძირას ან სხვა ადგილებში ტოვებს, რათა მეორე დილით მოსულმა ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ადვილად შეამჩნიონ.
მანამდე კი ნაგავს ძაღლები, კატები და ვირთხები ქექავენ და ირგვლივ ფანტავენ.