ლადო სადღობელაშვილი კორძაიასა და გოგუაძეს "ფარულ აგენტობაში" ადანაშაულებს და "საპარლამენტო გადატრიალებაზე" საუბრობს

Image

ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი წერს, რომ 15 ნოემბრის შემდეგ, დაინახა რა, რომ ხალხი მხარს არ უჭერს, მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო "საპარლამენტო გადატრიალების" გეგმის ამოქმედება.

 

სადღობელაშვილმა "ფეისბუქში" სტატუსი "SOS" ნიშნით გამოაქვეყნა და ფოტოებიც დაურთო:

 

"SOS SOS SOS!!! ყველას ყველას ყველას!!!(განსაკუთრებით ჟურნალისტებს). თავისუფალი თაობის საგანგებო განცხადება "ოცნებაში" ჩანერგილებისა და ნაციონალების გეგმის თაობაზე.

 

მას შემდეგ რაც 15 ნოემბერს ნაციონალურმა მოძრაობამ ნათლად დაინახა რომ მას ხალხში არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვს ტაქტიკა შეცვალა და ქართულ ოცნებაში ჩანერგილი აგენტურის საშუალებით აამოქმედა გეგმა საპარლამენტო გადატრიალებისა.

 

დიდი ხნის განმავლობაში ვაფრთხილებდით ხელისუფლებას და მთელს პოლიტიკურ სპექტრს,რომ ნაცები აწარმოებდნენ მუდმივ კონსულტაციებს ქართულ ოცნებაში ჩანერგილ პირებთან,რათა საჭირო მომენტში მომხდარიყო მათი ამოქმედება.ამის ნათელი დადასტურება გახლავთ 22ნოემბერს შემდგარი შეხვედრა სადაც თავისუფალი დემოკრატების,რესპუბლიკელების ,ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და დათა ახალაიას დროინდელმა კუდის მაღალჩინოსნებმა ისაუბრეს ე.წ.შესაძლო საპარლამენტო გადატრიალებაზე.

 

როგორც ჩვენთვის სარწმუნო წყაროდან გახდა ცნობილი ხათუნა გოგორიშვილის მეშვეობით მოხდა შეხვედრა უშუალოდ ამერიკაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან,სადაც იყო პირდაპირ საუბარი პარლამენტში საპარლამენტო კრიზისის გამოწვევაზე.ნაცების,ალასანიას გუნდის და რესპუბლიკელების მიერ ჩაგდებულ უნდა იქნას ყველა მნიშვნელოვანი კანონპროექტი რომელსაც მთავრობა და ქართული ოცნება შეიტანს,აგრეთვე ბიუჯეტის კანონის შესაძლო ჩაგდებაზეც იყო საუბარი.

 

ფაქტია რომ ქართული ოცნების კოალიციაში მყოფი ქალბატონი კორძაია აშკარად თამაშობს ნაცების თამაშს და მათ ფარულ აგენტად გვევლინება,აგრეთვე ქალბატონი გოგუაძე რომელიც პირდაპირი ხაზია ალასანია-სააკაშვილს შორის,მნიშვნელოვანია დათა ახალაიას კუდის მაღალჩინოსნის ახლო კავშირებიც მათთან.

 

ჩვენ ვაფრთხილებთ ქართულ საზოგადოებას,ვაფრთხილებთ ხელისუფლებას,რომ ამ შეხვედრაზე და სხვა შეხვედრებზეც მომზადდა საპარლამენტო გადატრიალების გეგმა,რომლის რეალიზაციაც უკვე დაწყებულია და რომელიც უნდა გახდეს სააკაშვილის ბანდის რევანშის საფუძველი,ამის ნათელი დადასტურებაა ნაცების დავალებით და მათთან შეთანხმებით ხელისუფლების მიერ შეტანილი კანონპროექტების ბლოკირება.

 

მოვუწოდებთ ყველა პროგრესულ ძალას წინ აღვუდგეთ სააკაშვილის რევანშის შესაძლებლობას!!!

 

ფოტოზე წარმოდგენილნი არიან - თამარ კორძაია (რესპუბლიკური პარტია) ნინო გოგუაძე (ალასანია-„თავისუფალი დემოკრატები“ ) ხათუნა გოგორიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და დათა ახალაიას დროინდელი კუდ-ს უშიშროების საკითხებში სამართველოს უფროსი (დათა ახალაიას უახლოესი მეგობარი) თამარ მიქაძე.

 

ფოტოები გადაღებულია ნიუ-იორკში 22 ნოემბერს 2014 წელს. ბრაზილიური რესტორანი "Churrascaria Plataforma" (მდებარე მანხეტენზე, საკმაოდ ძვირადღირებული), - წერს ლადო სადღობელაშვილი.

 

sadgo1.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !