-
2014-11-24 12:29
ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას მიიღებს გადაცემაში "მშვიდობით, იარაღო!", რომელიც "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გავა.
გადაცემის ჩაწერა უკვე დაწყებულია. მისი ავტორი, პროდიუსერი და წამყვანი ოლგა ბაბლუანი იქნება, კონსულტანტი ჟურნალისტი კი მაგდა ანიკაშვილი.
ჩაწერის დროს გადაღებული ფოტო მაგდა ანიკაშვილმა გამოაქვეყნა. ფოტოზე , გადაცემის მონაწილე ბიძინა ივანიშვილის გარდა, სხვა პირებიც ჩანან: ნინო ზამბახიძე, თამუნა ღვაბერიძე და ირენა პოპიაშვილი.
გადაცემის პირველი ეპიზოდი გავა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", 14 დეკემბრიდან.
