საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჰყიდის ლენტებს, რომლებსაც სოხუმში "რუსეთის დღის" აღსანიშნავად არიგებდნენ

Image

ყირიმის ანექსიის სიმბოლოდ ქცეული ე.წ. გეორგიევსკის ლენტები, ასევე რუსეთის დროშის ფერების ათეულობით ლენტი საქართველოში მოქმედ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. გამყიდველის შესახებ ინფორმაციაში მითითებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, იქვე მითითებულია მისამართიც: თბილისი, გულუას ქ. #4.

 

ვებ-გვერდზე საქონლის დასახელებად მითითებულია "ტექსტილის ლენტი". ლენტების რაოდენობა 3.450 ცალია, მიმდინარე ფასი კი 69 ლარი. აუქციონი 18 ნოემბერს გამოცხადდა და 24 ნოემბერს დასრულდება. 

 

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ლენტებით მოძრავი მანქანების მძღოლები როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდში და ბათუმში არაერთხელ გააფღტხილეს და აიძულეს, ლენტები ჩამოეხსნათ. 

 

"აფხაზეთის ხმის" არქივში ინახება ფოტოები, რომლებიც 12 ივნისს, რუსეთის დღესაა გადაღებული ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქებში, სადაც ავტოინსპექტორები მანქანებს აჩერებდნენ და სწორედ ამგვარ ლენტებს ურიგებდნენ.

 

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული აუქციონი www.eauction.ge 2010 წლიდან მოქმედებს. როგორც ვებ-გვერდის აღწერაშია ნათქვამი, ის "გახდა უნივერსალური პორტალი, რომელმაც გააერთიანა ყველა სახის სახელმწიფო ქონების რეალიზაცია/პრივატიზაცია ერთ სივრცეში. ვებ გვერდი ძალიან მოკლე დროში საკმაოდ პოპულარული და რეიტინგული გახდა, სახელმწიფო სტრუქტურების შემდეგ მას შემოუერთდნენ ფიზიკური და იურიდიული პირებიც და დაიწყეს უძრავი და მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა www.eauction.ge-ს მეშვეობით".

 

ბმული აუქციონზე

 

 

LENTI2-1.jpg

 

LENTI1.jpg

 

LENTA.jpg

 

LENTI2.jpg

 

LENTI3.jpg

 

LENTI4.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !