
ზუგდიდი–გალის ადმინისტრაციულ საზღვარზე რამდენიმე დღის წინ პატრულირების გრაფიკი გაამკაცრეს რუსმა ოკუპანტებმა და ე.წ. გალის მილიციის რაზმებმა.
გალის რაიონის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულმა ოკუპანტებმა მიიღეს დავალება, აფხაზეთში მდებარე ქართული სკოლებისკენ დილაობით არ გაატარონ ის ქართველი მოსწავლეები, რომლებსაც გალის აფხაზური ადმინისტრაციის მიერ გაცემული საგანგებო საშვი არა აქვს.
მსგავსი საშვები, სინამდვილეში, გალის აფხაზური ადმინისტრაციის მიერ გაცემული მოსწავლის მოწმობაა, რომელიც გალის რაინის ფარგლებში ქართველ ვბავშვებს გადაადგილების უფლებას აძლევს.
მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ მოწმობას მხოლოდ ერთი თვის ვადით იძლევიან, ხოლო ვადის გასაგრძელებლად გალის ცენტრში, გამგეობაში მისი მიტანა ან გაგზავნაა (სოფლის აფხაზური ადმინისტრაციის გამგებლის ხელით) აუცილებელი, რასაც ბევრი ვერ ახერხებს, ხოლო ვადაგასული მოწმობა ძალადაკარგულია და, შესაბამისად, მოსწავლეებს გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ.
გამორიცხული არ არის, რომ პატრულირების გამკაცრებას ხელი შეუწყო გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ამასწინანდელმა განცხადებამაც. გალის რაინის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიიღო. არშბა აცხადებდა, რომ მოსწავლეები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას უცხო ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებზე.