-
2014-07-15 10:36
ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. ,,იტარ ტასის“ ცნობით ესენი არიან ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქიშმარია, დე ფაქტო შსს ექსმინისტრი ლეონიდ ძიაპშბა, ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ასლან ბჟანია.
როგორც ცნობილია, ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტად კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ყოფილი ე.წ. ვიცე-პრემიერი ბესლან ეშბაც ემზადებოდა, თუმცა მან საარჩევნო კომისიის მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ერთადერთი უმთავრესი მოთხოვნა არსებობს და ეს აფხაზური ენის ცოდნაა, ე.წ. საარჩევნო კომისია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაატარებს რეგისტრაციაში სუბიექტს თუ ის აფხაზურ ენაში ტესტირებას წარმატებით გაივლის.
ეს ტესტირება კანდიდატმა ბესლან ეშბამ ვერ გაიარა, რის გამოც მას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
არჩევნები 24 აგვისტოსაა დანიშნული.