
სოხუმში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ ათასობით ადამიანის გამოსვლის შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებებმა აფხაზეთში გაავრცელეს მიტინგისა და რეზიდენციაში შეჭრის მცდელობის ამსახველი კადრები.
"აბაზა" ტვ-მ ეს კადრები შეკრიბა და მასზე ასახულია როგორც 27 მაისს, დღის განმავლობაში, ასევე 28 მაისს, უკვე ღამის საათებში მომხდარი მოვლენები.