-
2014-05-20 07:52
ოკუპირებულ აფხაზეთში იტალიის ქალაქ ასიზის დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასიზის მერის თანაშემწე, ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი და სხვა პირები.
დელეგაცია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღეს. როგორც სოხუმის ტელევიზია იუწყება, უკვე ხელმოწერილია ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კულტურისა და ტურიზმის სფეროში, ამავე დროს, გაგრა და ასიზი დაძმობილებული ქალაქები ხდებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყველა ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც იტალიის ადამინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებსა და სოხუმს შორის დაიდო, გაუქმდება - შეთანხმება იტალიის საგარეო უწყებასთან უკვე შედგა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26