-
2014-05-12 12:44
ჯონჯოლის კრეფის პროცესში მყოფი კიდევ შვიდი, საჩხერის რაიონის სხვადასხვა სოფლის მკვიდრი ქართველი გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა საავტომობილო გზიდან 200 მეტრის დაშორებით მდებარე ჯონჯოლის ტყიდან.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჯონჯოლის საკრეფად ტყეში ჯგუფურად შეკრებილი და წასული მამაკაცები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
ეს გატაცება უკვე მეხუთეა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ცხინვალის იზოლატორში ამ დროისთვის, ჯონჯოლის კრეფის დროს დაკავებული 20-ზე მეტი ქართველი იმყოფება. მათი უმრავლესობა საჩხერის, ნაწილი კი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26