-
2014-05-08 21:41
ამ წუთებში ახალგორის ე.წ. საზღვარი იკეტება.ოსური მხარე აცხადებს, რომ შეზღუდვები მაისის დღესასწაულს უკავშირდება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება,–ინფორმაციას ,,მოამბე" ავრცელებს.
ოკუპანტების მიერ დაწესებული შეზღუდვები დღეს საღამოს 20:00 საათიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, ე.წ. პირობით საზღვარზე აღრავის აქვს უფლება არც შესვლის და არც გამოსვლის.
ასეთი შემთხვევების გამო, რაიონში შემავალი 70 ქართული სოფელი და იქ მცხოვრები ადამიანები პრაქტიკულად ბლოკადაში ექცევიან. საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მოსახლეობას ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეაქვს.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნული ფაქტი 9 მაისის ღონისძიებებს უკავშირდება.