-
2014-04-24 13:23
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ ნაგვალოუსა და სოფელ წებელდაში მდებარე პოლიგონებზე, სადაც რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ნაწილებია თავმოყრილი, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ნაწილების სამხედრო-ტაქტიკური სწავლება დაიწყო.
როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, სწავლება მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო ბაზებისა და ნაწილების მზადყოფნის შემოწმებას. სწავლება საბრძოლო ცეცხლის გახსნასა და დანაყოფთა ურთიერთკავშირზე, ასევე შეთანხმებულ მოქმედებებზეა გათვლილი, როგორც ზღვის ნაპირზე, ასევე სამთო რელიეფის პირობებში თავდაცვითი ბრძოლების წარმოებისას.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს ამ პოლიგონებზე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ძალის მიერ ჩატარებული მესამე სწავლებაა.