
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
კარასინის განცხადებით საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის სრულ აღდგენაზე საუბარი ნაადრევია:
"ტრადიციულად, ვიზების საკითხი მწვავედ დგას, რადგან, როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. დღეს კი ასეთი ვითარებაა - დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების სრული ლიბერალიზაცია ნაადრევია. თუმცა, ჩვენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ იმ პირთა კატეგორია, რომლებიც რუსულ ვიზებს იღებენ
ჩვენ იძულებულები ვიყავით აღგვენიშნა, რომ მიუხედავად საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვის გაზრდისა, რჩება დაბრკოლებები "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" გამო. ამ კანონის გაუქმება, რა თქმა უნდა, ჩვენი ტურისტების რაოდენობას საქართველოში მნიშვნელოვნად გაზრდიდა", - აღნიშნა კარასინმა.