-
2014-04-08 23:27
ჯერ კიდევ გასული და ამ საუკუნის მიჯნაზე გენერალი ალექსანდრე შუშუკინი საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური იყო, რომელიც გუდაუტაში მდებარეობდა, შესაბამისად, არსებობს ცნობები, რომ მონაწილეობდა რუსეთის პროვოცირებულ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში.
2009 წლიდან 2013 წლამდე შუშუკინი იყო ოკუპირებულ ცხინვალში დისლოცირებული მე-4 რუსული ბაზის მეთაური. სწორედ მის სახელს უკავშირდება ყველა სამხედრო ხასიათის მშენებლობა ბაზების განთავსების ადგილას, რასაც მილიონობით რუბლის გათეთრება და ბიუჯეტიდან „მოტეხვა“ მოჰყვა.
მისი მეთაურობის დროს განსაკუთრებით იმატა სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან თვითმკვლელობის, ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანისა და „დედოვშჩინის“ ფაქტებმა. ცხინვალის რეგიონში გადმოყვანამდე გენერალი დაღესტანში მსახურობდა.