-
2014-04-07 02:52
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ წებელდის სამთო პოლიგონზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების შენაერთებმა საჩვენებელი სწავლება წარმოადგინეს.
სწავლების სცენარის მიხედვით წარმოდგენაში ჩართული იყო სხვადასხვა სახის საბრძოლო ტექნიკა, თავად სცენარი კი პირობითი მოწინააღმდეგის რიცხობრივად აღმატებულ ძალებთან გამკლავებას, მათ მოგერიებასა და ცეცხლის გახსნას გულისხმობდა.
სწავლების ფარგლებში რუსმა ოკუპანტებმა Т-90А მოდელის ტანკები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სიტემა "გრადი", 82А მოდელის ჯავშანტრანსპორტიორები, თვითმავალი ჰაუბიცა "აკაცია", ცეცხლმტყორცნი "შმელი", ავტომატური და ხელის ყუმბარმტყორცნები АГС-17 და РПГ-7 გამოიყენეს.