
ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაგვალოუს პოლიგონზე, რუსმა ოკუპანტებმა სნაიპერთა წვრთნა დაიწყეს. ზოგადად, რუსული სამხედრო მანქანა ბოლო პერიოდში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გააქტიურდა – თითქმის ყველა ბაზაზე და დისლოკაციის სხვა ადგილებზე ინტენსიური სამხედრო სწავლებებია დაწყებული.
პირველ ეტაპზე ნაგვალოუს ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეები ფარულად გადაადგილების ტექნიკას ეუფლებიან, ამას გარდა, პირადი შემადგენლობა სწავლობს სამიზნეების კლასიფიკაციას მათი მნიშვნელობის მიხედვით, ასევე სასროლი მანძილის განსაზღვრას სხვადასხვა სათვალთვალო მოწყობილობის გამოყენებით.
სწავლების მიმდინარეობისას რუსი ოკუპანტები დაეუფლებიან სნაიპერის ხელოვნებას და მიზნის განადგურებას სნაიპერული შაშხანების СВ-98 და СВД-С–ს გამოყენებით, 1200 მეტრის სიშორის პირობებში.