
ე.წ. აფხაზური და ყოფილი საბჭოთა პასპორტები დღეს კიდევ ერთი საშუალებაა, რომლითაც ოკუპირებული რეგიონებიდან მოსახლეობა ენგურის ხიდზე გადმოსვლას ახერხებს.
ადგილობრივების უმეტესობას ეს დოკუმენტები საქართველოს მოქალაქის პასპორტის პარალელურად აქვთ აღებული.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პასპორტების თემა ოკუპირებული აფხაზეთის ყველაზე რეალური პოლიტიკური დაჯგუფებისთვის მნიშვნელოვან თემად იქცა.
მათ ჯერ გალში, ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში გაცემული პასპორტების ნამდვილობის დადგენა მოითხოვეს, ახლა კი დე ფაქტო პარლამენტში ხმათა უმრავლესობით დადგენილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც ამ რეგიონებში მცხოვრებ იმ მოქალაქეებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვთ, ბინადრობის მოწმობა უნდა გაიცეს.
„მოამბის“ გადამღებმა ჯგუფმა იმ სააპლიკაციო ფორმების მოპოვება მოახერხა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის სასარგებლოდ საქართველოს მოქალაქეობის დათმობის დროს ივსება.
გალში მცხოვრები ქართველები აცხადებენ, რომ თუ ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეობის დათმობა მოუწევთ, საერთოდ უარს იტყვიან აფხაზეთში ცხოვრებაზე და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვლენ საცხოვრებლად.
"მოამბის" მიხედვით