-
2014-03-07 20:18
სადაც რუსეთია, იქ არის ,,სამყარო“ და ,,კეთილდღეობა“ -ამ ცინიკური შინაარსის აღწერას ურთავს რუსი ბლოგერი ალექსანდრ ჩიპლიევი ოკუპირებულ ტყვარჩელში გადაღებულ ფოტოებს.
,,ყოფილი ქალაქი ტყვარჩელი, დღეს- ქალაქი-მოჩვენება, რუსეთის მიერ ოკუპირებული "დამოუკიდებელი" აფხაზეთის ქალაქი,“- წერს ბლოგერი.
,,ასე გამოიყურება სახლი, საიდანაც 20 წლის წინ ქართველები და სხვა ეროვნების ადამიანები მრავალეთნიკური აფხაზეთიდან ეთნოწმენდას გაექცნენ.
სადაც რუსეთია, იქ არის "სამყარო" და "კეთილდღეობა".- წერს ჩიპლიევი. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - ყველაფერი ჰყვავის!
ვისაც ეჭვი ეპარება ამ ფოტოების ნამდვილობაში და ვისაც არ სჯერა, რომ ასეა განადგურებული ქალაქი, როემლშიც ჯერ კიდევ ცხოვრობს ცოტაოდენი მოსახლე, შეუძლია იხილოს სხვა ფოტოებიც“, - წერს ბლოგერი.
„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ტყვაჩელში გადაღებულ ფოტოებს.






