
Benetton–ის შემდეგ კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდი, ამჯერად Converse, შესაძლოა, სკანდალში აღმოჩნდეს გახვეული: საქართველოს ოფისის გვერდის ავლით სოხუმში ბრენდმა მაღაზია გახსნა.
Converse–ს საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ სოხუმში, პუშკინის ქუჩაზე გახსნილი მაღაზია არ შედის მათ ქსელში და ის არალეგალურადაა გახსნილი:
„მაღაზიის გახსნა უხეშად არღვევს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მე–6 პუნქტს. ჩვენი ინფორმაციით, ის იმავე ჯგუფმა გახსნა, რომელმაც მაღაზია Benetton გახსნა 2009 წელს“, – ამბობენ კომპანიის ქართულ წარმომადგენლობაში.
შეგახსენებთ, რომ Converse საქართველოში სამი მაღაზიითაა წარმოდგენილი, მათგან ორი თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ მაღაზია ჯერ კიდევ ზაფხულში გაიხსნა, თუმცა ამის თაობაზე საქართველოს ოფიციალურ პირებს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
abkhazeti.info