1923 წელს ბოლშევიკების მიერ ვაკის პარკში დახვრეტილი ქართველი გმირების სია და მათი ბოლო სიტყვა ოკუპანტებს

Image

1923 წელს თბილისში, ვაკის პარკში, ბოლშევიკებმა ქართველი პატრიოტები დახვრიტეს. ეს 20 მაისს მოხდა. დაპატიმრებულები საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ანქსიის შემდეგ „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ დასახმარებლად შექმნილი „სამხედრო კომიტეტის“ წევრები, გენერლები და ოფიცრები იყვნენ.

 

1. ანდრონიკაშვილი ალექსანდრე სიმონის-ძე. 51 წლის. გენერალ-მაიორი. ბოლო სიტყვა კომუნისტ ჯალათებს: „სახეზე გეტყობათ რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე – იქნება ქართველი ყველა ამისთანა (ხელს იშვერს კვანტალიანისკენ) გგონიათ? მრავალი ათასი ჩვენზე უკეთესები ზრდიან თავიანთ გულში თქვენდამი სიკვდილს!“

 

2. წულუკიძე ვარდენ გრიგოლის-ძე. 57 წლის. გენერალ-მაიორი. ბოლო სიტყვაში მან ასე მიმართა სასამართლოს: „სიკვდილით ვერ შეგვაშინებთ. ჩვენი სიკვდილი საქართველოს განთავისუფლების თავდებია. იგი დაასალკლდევებს ერის სიმტკიცეს, ერთი ათასად გაამრავლებს მებრძოლთ! გადაეცით ჩვენს ახლობლებს რომ დავიხოცეთ როგორც ქართველ პატრიოტებს შეჰფერით!“

 

3. ხიმშიაშვილი გიორგი ნიკოლოზის-ძე. 31 წლის. კავალერისტი. პოლკოვნიკი. მისი ბოლო საჯარო სიტყვები იყო: „თქვენ კარგად იცით რომ ბანდიტები არა ვართ! მალე დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს!“
ვაკის პარკისკენ მიმავალ გზაზე ხიმშიაშვილმა მოახერხა ხელების გახსნა, აართვა რევოლვერი კონვოის, გადახტა სატვირთო ავტომობილიდან, მაგრამ ხელიდან გაუვარდა იარაღი, დადევნებისას ორმა კომუნისტმა, აბაზოვმა და ამიროვმა ფეხები დაუცხრილეს, მძიმედ დაჭრილი პოლკოვნიკი პირველი ჩააგდეს ორმოში.

 

4. მუსხელიშვილი როსტომ ილიას-ძე. 35 წლის. პოლკოვნიკი. მას ეკუთვნოდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყების გეგმა, რომელიც წითელი არმიის მთიულეთში შეტყუებას და იქ სრულ განადგურებას ისახავდა მიზნად. ეს გეგმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შალვა ფავლენიშვილის და ლაშქარაშვილის რაზმებს უნდა აესრულებინათ.

 

5. აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის-ძე. 55 წლის. გენერალი. ილიას დისწული. სიკვდილის წინ მან ასე მიმართა ჯალათებს: "მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს".

 

კოტესთან ერთად დახვრიტეს 26 წლის რუისელი ლევან კლიმიაშვილი. "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი", - წაუწერია სიკვდილის წინ ლევანს მეტეხის ციხის კედელზე.

 

6. ზანდუკელი მიხეილ ნიკოლოზის-ძე. 29 წლის. უმცროსი ოფიცერი. მონაწილეობდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყებაში.

 

7. ბაგრატიონ-მუხრანელი სიმონ ლევანის-ძე. 27 წლის. როტმისტრი. კავალერისტი. 1921-1923 წლებში აქტიურად მოქმედებდა დუშეთში, გორსა და გარეკახეთში. 1922 წელს მეთაურობდა ლაშქარაშვილის რაზმის დანაყოფს.

 

8. ყარალაშვილი ფარნაოზ ლევანის-ძე. 24 წლის. როტმისტრი. 1922 წლიდან ეხმარებოდა გორის მაზრაში მოქმედ ქართველ პარტიზანებს.

 

9. კერესელიძე იასონ მათეს-ძე. 32 წლის. ქართული ლეგიონის მეთაურის და ქართველი ნაციონალისტების ლიდერის ლეო კერესელიძის ძმა.
დახვრეტის წინ ციხის დერეფანში მყოფმა იასონმა სხვების გასამხნევებლად საქართველოს ჰიმნი „დიდება“ იმღერა, რასაც სხვა პატიმრებიც აყვნენ.

 

10. ქუთათელაძე ივანე გრიგოლის-ძე. 40 წლის. ოფიცერი. ადგენდა ოფიცრების საგანგებო რაზმს.

 

11. ჭიაბრიშვილი სიმონ იაგორის-ძე. 42 წლის. მონაწილეობდა 1922 წლის დუშეთის აჯანყებაში.

 

12. მაჭავარიანი ალექსანდრე მიხეილის-ძე. 51 წლის. პოლკოვნიკი.
პოლკოვნიკის ბოლო მიმართვა სასამართლოს: „ჩვენ არ გიპირებდით შებრალებას და არც თქვენგან მივიღებდით ლმობიერებას, ეს ჩვენი შეურაცხყოფა იქნებოდა!“

 

13. გულისაშვილი ელიზბარ ზაქარიას-ძე. 32 წლის. პოლკოვნიკი.

 

14. კლიმიაშვილი ლევან ირაკლის-ძე. 26 წლის. ჩოლოყაშვილის რაზმში აგზავნიდა ოფიცრებს.

 

15. ჩრდილელი დიმიტრი ნიკოლოზის-ძე. 29 წლის. გადმოცემის თანახმად დამარხეს ცოცხლად.
უკანასკნელი დაკითხვის წინ დერეფანში შესძახა: „უთხარი მათ რომ მე დამხვრიტეს, ვკვდები როგორც შეშვენის ნამდვილ ქართველს!“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !