
ამ დროისთვის რკინიგზა შეუფერხებლად მუშაობს და გრაფიკის მიხედვით გადაადგილდებიან როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო შემადგენლობები
– ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია აცხადებს და ამატებს, რომ გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება არა რკინიგზელების უმრავლესობამ, არამედ ერთმა ცალკე აღებულმა ჯგუფმა მიიღო.
დაჩი ცაგურია მათ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.