
უკვე ცნობილია იმ საპატიო სტუმრების ვინაობა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრებიან.
მათ შორის პრეზიდენტი მხოლოდ ერთია – საზეიმო ღონისძიებას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ლიტვის პრეზიდენტი დაესწრება.
თბილისში ასევე ჩამოვლენ ავსტრიის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი, ჩეხეთის პარლამენტის ვიცე–სპიკერი, რუმინეთის, ყირგიზეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, პორტუგალიის, თურქეთის, იაპონიის, შვეიცარიის, ყატარისა და ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები.
თბილისს ინაუგურაციის დღეს ასევე ეწვევიან ეუთოს გენერალური მდივანი და ნატოს გენმდივნის პირადი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, სია ჯერ ბოლომდე არ არის დაზუსტებული.
არ არის ასევე ცნობილი, ვინ დაესწრება ღონისძიებას აშშ–დან და რა რანგის პოლიტიკოსი იქნება იგი. ფანჯიკიძის თქმით, ამერიკელი სტუმრების ვინაობას თავად თეთრი სახლი დაასახელებს.