-
2013-11-13 18:28
პოლიციელ გოგა ანჩაბაძის დაჭრაში ეჭვმიტანილის, უკვე დაკავებული კოტე გულორდავას მეუღლე ანა ძაპტაშვილი, რომელიც ორი თვის ორსულია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაცია ამის შესახებ დღეს ზუგდიდში, თეატრის შენობის წინ გულორდავას გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ძაპტაშვილის დედამთილმა, დაკავებული კოტე გულორდავას დედამ გაავრცელა.
მისი თქმით, მის რძალზე სექსუალური ძალადობისა და ასევე, გუშინ მიღებული სტრესის ფონზე ანა ძაპტაშვილი შეუძლოდ შეიქნა და მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ ანა ძაპტაშვილი გოგა ანჩაბაძეს, რომელიც მისმა მეუღლემ გუშინ ზუგდიდში დაჭრა, მასზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და ამ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა კიდეც.