-
2013-11-13 18:16
ქუთაისში გადაყვანილ, გუშინ ზუგდიდში დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს გოგა ანჩაბაძეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:
"პაციენტს აღენიშნება მრვალობითი მოტეხილობა, თუმცა საბედნიეროდ, მოტეხილობები სიცოცხლესთან შეუთავსებადი არ არის," - განაცხადა საავადმყოფოს მენეჯერმა ირაკლი გოგინავამ.
შეგახსენებთ, რომ გოგა ანჩაბაძეს ბავშვობის მეგობარმა კოტე გულორდავამ მისი ორსული ცოლის გაუპატიურების მცდელობის გამო მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
გულორდავა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის პოლიციას გუშინვე ჩაბარდა. გოგა ანჩაბაძე კოტე თოლრდავას მეჯვარე იყო.