რუსული საბურავები და აკუმულატორები ქართული არმიისთვის - სომხური კომპანიის მეშვეობით

Image

„პრაიმტაიმი“ აქვეყნებს ვრცელ მასალას იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული 7 ტენდერიდან სამში კომპანია „ARPANIV“ -მა გაიმარჯვა. ამ სომხურმა კომპანიამ ქართული ჯარი აკუმულატორებითა და საბურავებით უნდა მოამარაგოს.

 

კომპანია „არპანივი“ სომხეთშია რეგისტრირებული, ხოლო საქართველოში ფილიალი მხოლოდ ტენდერის გამოცხადების შემდეგ დააარსა. ამასთან, ის მოთხოვნილი საქონლის მწარმოებელი არ არის და რეექსპორტს რუსეთიდან ახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ არმიას „არპანივი“ რუსული წარმოების საბურავებითა და აკუმულატორებით მოამარაგებს.

 

საუბარია საბურავებზე, რომლებიც უყენდება სამხედრო-სატვირთო ავტომანქანებს, ასევე აკუმულატორებზე, რომლებიც ჯავშანტექნიკაშიც იდება.

 

თავდაცვის სამინისტრო სამ ტენდერში „არპანივის“ გამარჯვებას ამ სფეროში კომპანიის გამოცდილებით ხსნის და გაზეთს წერილობით განუმარტავს, რომ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ფილიალის გახსნა არავითარი კანონდარღვევა არ არის.

 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ სამხედრო დანიშნულების, ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეძენა კომპანიისგან, რომელიც იმ მეზობელ ქვეყანაშია რეგისტრირებული, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული, დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ ამ პროდუქციის ექსკლუზიური მწარმოებელი რუსეთი არ არის.

 

გაზეთ "პრაიმტაიმის" მიხედვით

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !