
ძალადობის საფრთხის გამო „იდენტობა“ თავშესაფრებთან დაკავშირებულ აქტივობაზე უარს ამბობს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “იდენტობას” დაუკავშირდნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლები, რომლებმაც განუცხადეს, რომ მათ საცხოვრებელ კორპუსში თავშესაფრის განთავსებას არ დაუშვებენ.
ყოველივე ამის შემდეგ საკუთარ ვებგვერდზე ორგანიზაცია „იდენტობა“ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ამცნობს, რომ მოსალოდნელი ძალადობის საფრთხის გამო უარს ამბობს უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფრების გახსნასთან დაკავშირებულ ინიციატივასა და აქტოვობაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის მოქალაქეების მხრიდან შემოწირულობის სახით შეგროვილი დაახლოებით 900 ლარი ან იმ უსახლკარო ადამიანებს გადაეცემათ, ვისი დახმარებაც იგეგმებოდა, ან კიდევ სხვა დაწესებულებას, თუ ასეთი უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება.
„იდენტობა“ ბოდიშს უხდის იმ უსახლკარო ადამიანებს, რომლებსაც ცივ ზამთარში ქუჩაში დარჩენის საფრთხე ემუქრება.
შენიშვნა: ფოტო გადაღებულია 2013 წლის 17 მაისს, მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მრევლის კონტრაქციაზე.