
ჯემალ მიქელაძე, იგივე „ჯემო“, მოსკოვში, ბუტირკის ციხეში ორმა „კანონიერმა ქურდმა“ სცემა და ბუტირკაში „პრაგონიც“ დაგზავნა, რომ მისი სტატუსი შეჩერებულია, რასავ თავისუფლებაზე მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები განიხილავენ. ინციდენტი "ბუტირკაში" 2 ივნისს მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმკრაიმი“ ავრცელებს და წერს, რომ 39 წლის „ჯემო“ საკანში ორ „კანონიერ ქურდთან“, 48 წლის ვაგიფ სულეიმანოვთან და 30 წლის ზვიად ოზმანოვთან დაიბარეს, რაც მისი ცემით დასრულდა.
ჯემალ მიქელაძეს ციხეში კიდევ ორი თვე უნდა გაეტარებინა, თუმცა, არაა გამორიცხული, რუსეთის მოქალაქეობის ანულირების შემდეგ მისი ექსტრადირება იტალიამაც მოითხოვოს. ჯერჯერობით არაა ცნობილი, სად და როდის ცატარდება „სხოდკა“, სადაც „ჯემოს“ სტატუსი იქნება განხილული. ასევე ბუნდოვანია ის პრეტენზიები, რომლებიც სულეიმანოვმა და ოზმანოვმა მიქელაძეს წაუყენეს.