
უწყების ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო, რის გამოც ძაღლის მდგომარეობა მძიმეა.
ძაღლი თბილისში ვეტერინალურ კლინიკაში გადმოიყვანეს.