
თბილისში, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხორებელ ბინაში ცოლ-ქმარს 30-მდე
ძაღლი ჰყავდა დამწყვდეული და აწამებდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავარმა არხმა გაავრცელა.
მათივე ინფრომაციით, პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, თუმცა პოლიცია და ცხოველთა მონიტორინგის
სამსახური მეპატრონეებმა სახლში არ შეუშვეს და ამიტომ კარის ამოჭრა გახდა აუცილებელი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი
სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან
შინაპატიმრობას ანდა თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით.