
გუდაურში მოკლული მამაკაცი 28 წლის თამაზ გორთამაშვილია. იგი ერთ-ერთ ღამის კლუბში
ბარმენად მუშაობდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ სიტყვიერი და ხელჩართული დაპირისპირება უძღოდა,
რასაც შემდგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოჰყვა, თუმცა მკვლელობის ზუსტი მოტივი
ჯერჯერობით უცნობია.
ინციდენტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი პირი დავით სეთურიძე,რომელიც დაპირისპირებული მხარეების გაშველებას
ცდილობდა.
შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავა. გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.