
ეკატერინე ტიკარაძე - ბავშვზე ზრუნვისა და მომსახურების პროცესში გამოვლინდება ყველა
დარღვევა და მოჰყვება რეაგირება-ეს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის
პლენარულ სხდომაზეისაუბრა.
„ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახთან მაქსიმალურად
დაახლოებული გარემოს შექმნისთვის. გრძელდება დიდი ზომის ბავშვთა სახლების გარდაქმნის პროცესი,
რომლის ფარგლებში შეიქმნება ალტერნატიული ზრუნვის სერვისი მარტყოფისა და დუშეთის პანსიონატებში
და ამავდროულად, დაიწყება ექვსი ახალი სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია თბილისის
შშმ ბავშვთა სახლის სრული გარდაქმნა და მცირე საოჯახო ტიპის სამი სახლის აშენება, რაც აშშ-ის საელჩოს
მხარდაჭერით მოხდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.