
ცვატა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ზუკა ბერძენიშვილისა და ლაშა ტალახაძის დაპირისპირებას ეხმაურება:
„ლაშა ტალახაძე უდიდესი მოვლენაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში. ხაზს ვუსვამ – მსოფლიო სპორტის(!)
და არამხოლოდ ქართული სპორტის, ან მხოლოდ ძალოსნობის.
მისნაირი სპორტსმენები ათწლეულებში ერთხელ იბადებიან. წლების შემდეგ, როდესაც კარიერას დაასრულებს, ოქროს
ასოებით შევა სპორტის ისტორიაში და მსოფლიოს უდიდესი ათლეტების გვერდით საპატიო ადგილს დაიკავებს.
ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით სევდიანია ის, რომ, მგონი, თავადაც ვერ ხვდება საკუთარ სიდიადეს და ხან
“ორმოზდარვა”-ს იძახის პოლიტიკურ რეკლამაში და ხან ვიღაც პოლიტიკოსებს ეხუტება. მისი სახელი თაობებს დარჩება
და ის პოლიტიკოსები, ვინც დღეს მის სახელს და ავტორიტეტს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, ხვალ აღარავის ემახსოვრება.
ცრემლებამდე სევდიანი ამბავია, მართლა…
P.S. კი, ოლიმპიადაზე ვუქომაგებ ისევ – სხვანაირად არ შემიძლია“.-წერს ბერძენიშვილი.
მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს სამოქალაქო აქტივისტი და დავთ ბერძენიშვილის ვაჟი, ზუკა საჯაროდ
დაუპირისპირდა.
მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელიც სწორედ ლაშას მიუძღვნა და დაწერა, რომ მისგან
ბავშვებმა მაგალითი უნდა აიღონ, მაგრამ ის უზნეო ადამიანია. ის მიანიშნებს ფოტოზე, რომელზეც ლაშა
ტალახაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად არის გადაღებული.