
გორში, პოლიციის მაღალჩინოსნის მაღაზიაში ქალი სცემეს.
ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
შემთხევა ტანსაცმლის მაღაზიაში მოხდა.
ნაცემი ქალბატონი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მომხდარს გორის პოლიცია იძიებს.
არხის ინფორმაციით, დაზარალებულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა კერძო მევახშემ მიაყენა, რომელიც
ბრალდებებს უარყოფს. ქალი უგუნო მდგომარეიბაში წაიყვანეს.
აღნიშნული მაღაზია შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის კადრების განყოფილების ხელმძღვანელს , თემურ
თოდაძეს ეკუთვნის.