
სავალუტო ჯიხურს თავს დაესხნენ-დაშავებული მოლარე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მისი
მდგომარეობა სტაბილურია.
დაშავებულმა მოლარემ "კურიერთან" კომენტარი გააკეთა:“ცხვირზე მაფარებდნენ ხელს და ყელში მიჭერდნენ,
ცდილობდნენ გავეგუდე. ფეხი გავიქნიე და მახსოვს, როგორ ჩამარტყა თავისი ფეხი. ვყვიროდი, ერთი პერიოდი
შევძელი თავის გათავისუფლება, როგორც ჩანს გამვლელმა გაიგონა ხმა და ჟალუზი ასწია”, – ამბობს მოლარე.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, მეორე პირს კი პოლიცია
ამ დრომდე ეძებს.