-
2019-12-26 10:37
ცოტნე გამსახურდია შესაძლოა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.
სოციალურ ქსელში ცოტნეს ძმა, კონსტანტინე გამსახურდია სტატუსს წერს, რომელშიც ძმის შესაძლო გადაყვანაზე საუბრობს. “ამჟამად მდგომარეობა ასეთია: ცოტნე მართვით სუნთქვაზე რჩება, ნარკოზის მდგომარეობაში. ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. ახლა დგას საკითხი მისი გადაყვანისა საზღვარგარეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში სადაც გარკვეულ ხანში, როდესაც ამის დრო იქნება, მოხდება მისი გამოყვანა ნარკოზიდან, გაგრძელდება მკურნალობა და ამის შემდგომ გადავა რეაბილიტაციაზე. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა შესაბამის კლინიკაში ტრანსპორტირებითვის,”-წერს კონსტანტინე გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს.