-
2019-12-24 21:26
TV პირველის დირექტორი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიას ვალის დასაფარად ერთი თვის ნაცვლად ერთდღიანი ვადა მისცა.
ფინანსთა სამინისტრო პოლიტიკურ ომში ჩაერთო, ამბობს იგი. ""ფინანსთა მინისტრი ჩაერთო პოლიტიკურ ომში, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ჩვენ გვემუქრებიან ინკასოთი, მაშინ როცა იმედს და რუსთავი 2-ს მილიონობით ვალი აქვთ, ვითომ მილიონი მილიონი არ იყოს."
23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ბიუჯეტის დავალიანების მქონე ტელევიზიებს 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე ვალების დასაფარად ერთდღიანი ვადა მისცა. უნდა აღინიშნოს, რომ TV პირველმა მანამდე დავალიანების დაფარვისათვის ერთ თვიანი ვადა ითხოვა.