-
2019-12-24 10:36
15 წლის ძმის დაკრძალვის შემდეგ, ბექა სირაძე მომხდარ ტრაგედიაზე “მთავარ არხთან” საუბრობს.
“ავედი, რომ უბრალოდ შემეხედა ზემოთ, ჩემს თავზე განმეცადა, რა დაინახა როცა იქ ავიდა, რა იგრძნო…ალბათ, უნდოდა გაეაზრებინა მუქარა , ეს ყველაფერი წარმოიდგინა. ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტი, რის გამოც სახურავზე ავიდა, ვიყავი მე, რადგან ძალიან დიდი ნდობა გვქონდა ერთამენთში, ფიქრობდა, რომ მის გამო, შეიძლება პრობლემები შემქმნოდა“, – ამბობს გარდაცვლილის ძმა.
“უცებ წამოხტა და უთხრა, მე სახლში დღეს არ დავრუნდებიო…დედამ პირველ რიგში, ჩოლოიანს დაურეკა და დახმარება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, უთხრა რომ შენი მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და იმან მოგაძებნინოსო…,”-
15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.