-
2019-12-22 17:34
ქრთამის აღებისთვის მსჯავრდებული ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია რესტორანში მეუღლესთან ერთად
იყო.
ინფორმაცია კი ადგილობრივმა მედიამ odishinews-მა გამოაქვეყნა.
პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ პატიმარს სასჯელის ვადად ერთ წელზე ნაკლები აქვს დარჩენილი,
ლაშა გოგია არის პატიმრის გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილში და უქმეებზე ციხის დატოვება შეუძლია.
პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის თანახმად, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით დასვენებისა და უქმე დღეებში შესაძლებელია გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს მიეცეს პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლება. პატიმრობის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები 2017 წლის ივნისში შევიდა და ამ ცვლილების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 იანვარი განისაზღვრა” – აცხადებენ პენიტენიურში.
მსგავსი უფლებით სარგებლობს ლაშა გოგიასთან ერთად დაკავებული მისივე ყოფილი მოადგილე, გია გულორდავაც.