-
2019-12-21 11:30
ცოტნე გამსახურდიას ოჯახის წევრებს გამოძიებასთან კითხვები აქვთ. პირველი პრეზიდენტის შვილის მეუღლე,
ანა ჯაბაური ამბობს, რომ ათამდე მძიმე ჭრილობას ცოტნე გამსახურდიას ერთი ადამიანი ვერ მიაყენებდა.
“კატეგორიულად გამოვრიცხავ და არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნე გამსახურდია სცემა ერთმა კაცმა და ოთხი უყურებდა ამას. ძალიან კარგად ვიცი ცოტნე გამსახურდიას ფიზიკური მომზადება, ის იყო ძალიან ჯანმრთელი, ძლიერი, ფიზიკურად დიდი იყო. ბევრ სიტუაციაშიც მინახავს და ის ბრძოლის ველიც ვნახე, რომელიც ჩვენს ჭიშკართან იყო. იქ ბევრ ადგილზე იყო სისხლი, ნამტვრევები, ყავარჯნები საიდანღაც მოტანილი. მეზობლებმაც დაინახეს, რომ 4-5 კაცი გარბოდა”, — აცხადებს გამსახურდიას ცოლი.
პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს.