
ადამიანის უფლებათა დამცველი სოფო კილაძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
მისი თქმით, პრობლემა არა მხოლოდ სამართალდამცავების, არამედ სკოლის პასუხისმგებლობაშიც იკვეთება.
„ყველას ვთხოვ, განსაკუთრებული სიფრთხილის მოვეკიდოთ ამ თემას. იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმესთან დაკავშირებულია სხვადასხვა არასრულწლოვანი, ასევე, გამოძიების ინტერესებია, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, მეტი დეტალი მოგაწოდოთ. ჩვენ რაც მოვისმინეთ იქიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ სკოლაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღება და არა მხოლოდ სამართალდაცვის კუთხით" - აცხადებს სოფო კილაძე