
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის სულხან სალაძეს განცხადებით მხოლოდ ერთი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე მოსამართლე ბრალდებულს არ უნდა უშვებდეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში.
ასოციაციის წევრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებისთვის პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავენ.
„დრაკონული და საბჭოთა მმართველობის დროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უნდა შეიცვალოს ქვეყანაში. ეს არის სტანდარტი, რომელიც არ შეესაბამება კონსტიტუციას, თუმცა ამას იყენებს ხელისუფლება სათავისოდ, ისევე როგორც იყენებდა წინა ხელისუფლება. ეს არის საპოლიციო კოდექსი, რომლის არსებობის პირობებშიც ნებისმიერი პირი განწირულია მინიმუმ ჯარიმისთვის და მაქსიმუმ ადმინისტრაციული პატიმრობისთვის“ - განაცხადა სულხან სალაძემ