
„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი თორნიკე დიასამიძე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით სამართალდამცავებმა დააკავეს.
მას მცხეთის მაჟორიტატი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ოფისის ტერიტორიაზე სტიკერების გაკვრაში ადანაშაულებენ.
„ევროპული საქართველოს“ პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს დეპუტატის სამაჟორიტარო ბიუროზე ბოქლომის დაკიდებაც სურდათ, თუმცა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.
„დააკავეს ჩვენი პრესსამსახურის უფროსი, არადა მას იქით დაესხა თავს „ზონდერი“. ამდენი სამართალდამცავია და ერთი არ ამბობს, ვინ არის უფროსი, ვის მოვკითხოთ რამე. იმის მაგივრად, რომ თავდასხმისგან დაეცვათ, პირიქით დააკავეს“ - განაცხადა სერგო რატიანმა