
სპეცრაზმი სრული ეკიპირებით მიემართება რუსთაველზე გამართულ აქციაზე.
სავარაუდოდ ისინი აქციის მონაწილეებს მიუთითებენ დაშლისკენ, თუმცა ამ დროისთვის მათი მოქმედების განსაზღვრა რთულია.
სპეცრაზმი უკვე მთავრობის ადმინისტრაციის ეზოშია განლაგებული.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანო კვლავინდებურად პიკეტირებულია და აქციის მონაწილეები არ აპირებენ დანებებას.