
ზუბალაშვილის ქუჩაზე სამართალდამცავებმა ის ავტომობილი გააჩერეს, რომელიც შეშითა და აქციის მონაწილეებისთვის საჭირო ნივთებით იყო დატვირთული. ამის შესახებ ინფორმაციას გიგი უგულავა ავრცელებს.
გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დროისთვის სამართალდამცავები გაჩერებულ მანქანას ამოწმებენ.