
პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე ჟურნალისტებს ესაუბრა.
„არანაირ ექსცესებს არ ველოდებით. თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ. ესაა პრევენციის მიზნით. პოლიციური ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც აქციის წევრები გადაინაცვლებენ და გააგრძელებენ საპროტესტო აქციას. მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით დგანან. ამ ეტაპზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დამატებითი დანაყოფების მობილიზება არ იგეგმება“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ