-
2019-11-12 12:56
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო 4 თვეა საავადმყოფოების მონიტორინგს ახორციელებს.
500-ზე მეტი შემოწმებული საავადმყოფოდან დაჯარიმებულია 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ზაალ კაპანაძის განცხადებით შემოწმებული საავადმყოფოების შედეგად 7 სისხლის სამართლის დანაშაული დადგინდა. ამ შემთხვევების შესწავლა საართალდამცავმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს.
გარდა ამისა, ადგილი აქვს სხვადასხვა ტიპის დარღვევებსაც, როგორიცაა დეზინფექცია-სტერილიზაცია, სამედიცინო ნარჩენების მართვა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ინტენსიური სამედიცინო კონტროლის შედეგად სამედიცინო რეგულირების პროფესიულ საბჭოზე რამდენიმე ექიმის საქმე განიხილეს და შეუჩერეს საქმიანობა. ასევე, დაფიქსირდა 6 შემთხვევა, როდესაც ექიმებს სამუდამოდ შეუწყვიტეს საექიმო საქმიანობის უფლება.
ზაალ კაპანაძის განმარტებით მდგომარეობა საგანგაშო არ არის, თუმცა საყურადღებოა და მნიშვნელოვანია დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრა.