-
2019-09-12 14:23
ხორავას ქუჩაზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმეზე, მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სასამართლოში იკითხება.
ამასთან, ბრალდების და დაცვის მხარე სასამართლო სხდომების გასაჯაროებას ითხოვენ. როგორც ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, სარალიძე ისაუბრებს ყველა იმ დეტალზე, რომელიც მას აქვს.
"დაზარალებული მხარის პოზიცია უცვლელია, დაისაჯონ და პასუხი აგონ საჯარო მოხელეებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ საქმის გამოძიებასა და წარმოებაში." – აცხადებს ადვოკატი.