
იტალიაში საქართველოს 42 წლის მოქალაქე კ.კ. დააკავეს, რომელსაც ბრალად ბინების და კერძო სახლის გაქურდვა ედება.
ამის შესახებ 1 Tv.ge იტალიურ მედიაზე დაყრდნობით წერს. პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დაკავებული ერთ-ერთ ბინაში ქურდობის დროსა არის ასახული. იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს ბინების საკეტების გასატეხად სპეციალური ტექნიკა ჰქონდა შემუშავებული.